შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებთან

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძეს და ომბუდსმენის ოფისთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს  შეხვდა. მონაწილეები, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლებისთვის ცესკოს მიერ დაგეგმილ საქმიანობებს გაეცნენ. თამარ ჟვანიამ მათ, კომისიის სტრატეგიული გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ცესკოს თავმჯდომარემ პრეზენტაციისას იმ პრიორიტეტებზე გააკეთა აქცენტები, რომლებიც უშუალოდ ეთნიკურ უმცირესობებს ეხება

აღნიშნული პრიორიტეტები კი  მოიცავს: სამოქალაქო და ამომრჩევლის განათლებას, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობას (საკონსულტაციო მექანიზმების გაძლიერებით , რაც გულისხმობს ეროვნული უმცირესობებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიზანია კონკრეტულ პრიორიტეტებზე დაფუძნებული აქტივობების (თითოეული პრიორიტეტი და აქტივობა გაწერილია კომისიის 2015-2019 წლებზე გათვლილ სტრატეგიულ გეგმაში და უშუალოდ 2015 წლის  სამოქმედო გეგმაში) განხორციელებით ყველასათვის თანაბარი და ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემო უზრუნველყოს; არჩევნებით დაინტერესებული თითოეული მხარის სრულად ინფორმირება კი ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია.

სასტუმრო „რუმსში“ საინფორმაციო შეხვედრას, რომელსაც ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტმა გაუწია ორგანიზება,   დღეს  სახალხო დამცველის ოფისის და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებთან მის შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ეფექტურად მუშაობს–ბიძინა ივანიშვილი