საქართველომაც შეიძლება გამოთქვას პრეტენზია რომ სოჭი მისი იყო–მიხეილ სააკაშვილი

საქართველომაც შეიძლება გამოთქვას პრეტენზია რომ სოჭი მისი იყო–მიხეილ სააკაშვილი

7c70d1c470ffსაქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „დოჟდის” ეთერში ყირიმის ანექსიაზე ისაუბრა.

მისი თქმით, პუტინმა ძალიან შორს შეტოპა და საბედნიეროდ, ეს ფაქტი ევროპაში დაინახეს და გამოფხიზლდნენ.

„ყირიმის ანექსიას კიდევ შეეგუებოდა დასავლეთი, რადგან უეცრად გამოჩნდნენ სასარგებლო იდიოტები, რომლებმაც თქვეს, რომ ყირიმი რუსული იყო. ასე ფიქრი არ შეიძლება, რადგან შეიძლება ერთხელ ჩინეთმაც გადაწყვიტოს, რომ რუსეთის რაღაც ტერიტორიები ადრე მისი იყო, ან იაპონიამ გამოთქვას პრეტენზია, საქართველომაც შეიძლება გამოთქვას პრეტენზია, რომ სოჭი მისი იყო“ – აღნიშნა მან.

მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზე გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ პუტინის აზრით, ევროპელებს რაც შეიძლება სწრაფად უნდათ სანქციების მოხსნა, რადგან თავადაც ზარალდებიან.

მისი თქმით, ეს ასეა, თუმცა რუსეთის ზარალის მასშტაბები ბევრად დიდია.

„პუტინის აზრით, ევროპა სუსტია, ეს მცდარი აზრია და ამაზე ანგელა მერკელის პოზიციაც მიუთითებს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ოლანდის მოსაზრებისგან,” – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 4902 ადამიანს აქვს აღებული
შემდეგი სტატიაივანიშვილი არ არის მეფე ან იმპერატორი–დავით ზურაბიშვილი