ივანიშვილი არ არის მეფე ან იმპერატორი–დავით ზურაბიშვილი

12591„ივანიშვილი არ არის მეფე ან იმპერატორი, მე პიროვნულადაც ვარ ძალიან დავალებული.
ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი იყო, რომ არ დამხმარებოდა, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი.ამიტომ ბუნებრივია, მის მიმართ მადლიერი ყოველთვის ვიქნები, მადლობას ყოველთვის ვეტყვი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერში დავეთანხმები.

როცა მის შტაბში ვიყავი, არც მაშინ ვერიდებოდი მასთან კამათს.

მით უმეტეს, რომ ის არ არის სახელმწიფო მოხელე, წასულია პოლიტიკიდან, თუმცა მისი გავლენა ძალიან დიდია პოლიტიკაზე და კვლავ რჩება პრემიერის მთავარ მრჩევლად.

ახლაც მიმაჩნია, რომ მისი მხრიდან საუბარი არასამთავრობოებზე, არ იყო სწორი“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველომაც შეიძლება გამოთქვას პრეტენზია რომ სოჭი მისი იყო–მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატია„რუსთავი2″-მა დადოს FBI-ის დასკვნა და დაასახელოს კონკრეტული პირი ვინც ეს დოკუმენტი მიაწოდა–ხათუნა ხოფერია