საფრანგეთის საბაჟომ პიკასოს ნახატი დააკავა

საფრანგეთის საბაჟომ პიკასოს ნახატი დააკავა

საფრანგეთის საბაჟომ პიკასოს ნახატი დააკავაპაბლო პიკასოს ნახატი, რომელიც მინიმუმ 27,4 დოლარად არის შეფასებული, საფრანგეთის სასაზღვრო სამსახურმა დააკავა.
“ახალგაზრდა ქალის პორტრეტი” მხატვრის ერთ-ერთი ძვირადშეფასებულ ნახატთაგანია და ის აღმოჩენილ იქნა გემზე, რომლის კაპიტანი ამტკიცებს, რომ ნახატის გადასატანად ესპანეთიდან შვეიცარიაში ნებართვა აქვს მიღებული. თუმცა, ოფიციალური ნებართვის წარდგენა მან ვერ შეძლო. უფრო მეტიც, მესაზღვრეებმა აღმოაჩინეს, რომ ნახატის ესპანეთიდან გატანა სასტიკად იკრძალებოდა.

ნახატი ესპანელ ბანკირს ჰაიმე ბონეტს ეკუთვნის, თუმცა ესპანეთის მთავრობა მას ეროვნულ საგანძურად მიიჩნევს.

ახლა ფრანგი მესაზღვრეები მადრიდიდან ნახატის ოფიციალურ გამოთხოვნას ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშიგუდაუთის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია
შემდეგი სტატია“როსპოტრებნადზორმა” ქართული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხი დაიწუნა