სასამართლომ დავით კეზერაშვილი გაამართლა, გიგი უგულავას მიმართ კი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა

რიყის ტერიტორიისა და “თბილსერვისის” საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერის, გიგი უგულავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, დავით კეზერაშვილი კი გაამართლა და პატიმრობა გაუუქმა. გიგი უგულავას 4 წელი და 6 თვე შეეფარდა.
რიყის ტერიტორიისა და “თბილსერვისის” საქმეზე დავით კეზერაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გადაწყვეტილება ამ წუთებში გამოაცხადა.
დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა. საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტლება, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საუბარია 9-თვიან პატიმრობაზე. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელსაც გიგი უგულავა ასაჩივრდება, იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული. ეს კი ხელყოფს მისი, როგორც ბრალდებულის, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა იტალიასთან გასვლაზე წააგო…