საპარლამენტო უმცირესობა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე გომელაურის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას საპარლამენტო უმცირესობა მხარს არ დაუჭერს. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის სერგო რატიანის განაცხადებით გომელაურის დანიშნვა არაფორმალური მმართველობის გაგრძელებაა.

“ეს არის არაფორმალური მმართველობის გაგრძელება და ეს საკმაოდ დიდ ზიანს მიაყენებს საქართველოს, ისევე როგორც სხვა დანიშვნები და ჩვენ გვახსოვს – შს მინისტრის პოსტზე არა მარტო არაფრით არ გამოირჩეოდა, არამედ გვახსოვს მისი უმოქმედობა სტიქიის დროს და კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით ასევე სრული უუნარობა”,-განაცხადა რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიფიფა ახალ პრეზიდენტს 2016 წლის თებერვალში აირჩევს
შემდეგი სტატიაენერგეტიკის სამინისტრო: აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას საფრთხე არ ემუქრება