საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაში მიიღებს მონაწილეობას

ევროსაბჭოს ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2014 წელს პატიმართა რაოდნეობა გაიზარდა

საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტი დელეგაცია დღეს სტრასბურგში გაემგზავრება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

დელეგაციაში, რომელიც სტრასბურგში სრული შემადგენლობით მიემგზავრება, საქართველოს პარლამენტის გამოკლებულ წევრს, თინათინ ხიდაშელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მანანა კობახიძე ჩაანაცვლებს.

ქართველი დეპუტატები კომიტეტებისა და პოლიტიკური ჯგუფების მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას.

ევროპის საბჭოს ზაფხულის სესიაზე, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის ფედერაციის საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილებისა და უკრაინაში კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა საკითხებს განიხილავენ. ამავე სესიაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს აირჩევენ. დაგეგმილია გაერო-ს გენერალური მდივნის, პან გი მუნის, მალტის პრეზიდენტის, მარი ლუიზ კოლეირო-პრეკას და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის სიტყვით გამოსვლები.

banner
წინა სტატიაში„ჯერჯერობით არცერთი მტაცებელი ნაპოვნი არ არის“
შემდეგი სტატიაუახლოეს მომავალში ლარზე მნიშვნელოვან ზეწოლას არ ველოდებით