სამტრედიასთან მატარებლის შეჯახების შედეგად გარდაცვლილი ქალის ვინაობა ცნობილია

policia

სამტრედიასთან მატარებლის შეჯახების შედეგად გარდაცვლილი ქალის ვინაობა ცნობილია. ის საკუთარმა ბიძაშვილმა ამოიცნო.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვალერიან ფოცხვერიას, განცხადებით, გარდაცვლილი 84 წლის ციალა ჯანაშიაა.

როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, ქალს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ, მაგრამ ვერ მიაგნეს. შემდეგ კი გაიგეს, რომ მას მატარებელი დაეჯახა.

თვითმხილველები კი ამბობენ, რომ ის მატარებელს თვითონ შუვარდა.

მომხდარის გამო მატარებლის მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო, თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა უკვე აღდგენილია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიტელევიზორებისა და გამათბობლების ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ჩვენ ძალიან სუსტი ეკონომიკა გვაქვს