მთავრობაში მოსალოდნელ საკდრო ცვლილებებზე ახალ ინფორმციას ავრცელებს „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტრი. ელისო კილაძის განცხადებით სამთავრობო გადაადგილებებზე საბოლოო შეთანხმება ივანიშვილთან შედგა და ყოფილმა პრემიერმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო:
„ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა მინიატრად გადავა, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინიტრის პორთფელს ჩაიბარებს, მოქმედი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე კი კანადაში ელჩის პოსტზე დაინიშნება, ხოლო თბილისი ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის პოსტზე დაბრუნდება. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის ვის დანიშნავენ ნარმანიას “ოდეერად” ქუმსიშვილის ადგილას. ეს ვარიანტი უკვე შეთანხმებულია და ცვლილებები სექტემბრის დასაწყისში განხორციელდება“ – აცხადებს ელისო კილაძე