საბერძნეთს გარდამავალი 7 მილიარდი გამოუყვეს

საბერძნეთს გარდამავალი 7 მილიარდი გამოუყვეს

საბერძნეთს გარდამავალი 7 მილიარდი გამოუყვესბერძნული საბანკო სისტემის ფუნქციონირებისთვის ევროზონის ლიდერებმა ქვეყანას გარდამავალი 7 მილიარდი გამოუყვეს.
სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას დღეს დაეთანხმებიან ევროკავშირის ლიდერები.

გარდა ამისა, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა თანხმობა გამოთქვა ბერძნული ბანკების საგანგებო დახმარებაზე. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ბანკები, რომლებიც ბოლო 3 კვირაა დაკეტილია, მუშაობას რამდენიმე დღეში განაახლებენ. ბერძნული მედია იტყობინება, რომ ბანკები ორშაბათიდან უკვე ემზადებიან სამუშაოდ.

გარდამავალი დახმარება 7 მილიარდის გამოყოფა ევროსაბჭოს ფინანსთა მინისტრების სატელეფონო დიალოგის შემდეგ მოხდა, რომელთაც ევროპის საგანგებო ფონდიდან გადაწყვიტეს აღნიშნული თანხის საბერძნეთისთვის გამოყოფა.
გარდა ამისა, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მარიო დრაგმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ბერძნული ბანკების საგანგებო დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა 900 ათასი ევრო კვირის მანძილზე.

საბერძნეთმა ევროპის ცენტრალურ ბანკს 4,2 ევრო ვალი უკვე ორშაბათს უნდა გადაუხადოს, გარდა ამისა მას ამ დღეებში გადასახდელი აქვს მსოფლიო ბანკის ვალიც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საგანგებო დახმარების ფარგლებში გამოყოფილი 7 მილიარდი ვალების დასაფარავად მიდის.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: მთავარი ამოცანაა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ომი არ დავუშვათ
შემდეგი სტატია,,ჩვენ გვაქვს ნანახი მულტფილმი, რომელიც მოამზადეს “პანორამა თბილისთან” დაკავშირებით”