საბერძნეთის პარლამენტმა დახმარებების მესამე პაკეტი მიიღო

საბერძნეთის პარლამენტმა, განხილვის შემდეგ, რომელიც მთელი ღამის მანძილზე გრძელდებოდა, ახალი, მესამე პაკეტის დახმარების პირობები მიიღო, რომელიც ამჯერად 85 მილიარდით განისაზღვრება.

პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა პარლამენტს მხარდაჭერა სთხოვა პროექტის მიღებაში და მას “ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი” უწოდა.

მთავრობას ევროპის ცენტრალური ბანკისგან დახმარების მიღების შემდეგ ვალის გასტუმრების საშუალება ექნება. ევროკავშირისგან ახალი ფინანსების მისაღებად საბერძნეთი მთელ რიგ რეფორმებს დათანხმდა, მათ შორის გადასახადების გაზრდას და ხარჯების შემცირებას. ბერძნული მედიის ცნობით, 2015 წლის მეორე კვარტალში ბერძნული ეკონომიკის ზრდამ 0,8% შეადგინა. მთავრობა კრედიტორების წინადადებებს დათანხმდა იმიტომ, რომ ფინანსური კოლაფსისგან ეხსნა ქვეყანა. ერთ კვირაში საბერძნეთს 3,4 მილიარდი ევრო აქვს გადასახდელი კრედიტორებისთვის.

banner
წინა სტატიაშითბილისში დენის ტარიფთან დაკავშირებით, სემეკ-ში მორიგი განხილვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა დაასრულა ვიდეოგამოსვლით – “მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი”