სააკაშვილს ოდესის გუბერნატორობას სთავაზობენ

Former Georgian president Mikhail Saakashvili smiles as he arrived at the opposition headquarters in Kiev, Ukraine, Saturday, Dec. 7, 2013. As thousands of anti-government protesters kept their vigil in Ukraine's capital Saturday, officials sought to reduce their anger with assurances that Russian and Ukrainian presidents didn't discuss Ukraine joining a Russian-led customs union at a meeting this week. (AP Photo/Efrem Lukatsky)

saakff1_615x462უკრაინის მთავრობამ პიოტრ პოროშენკოს ოდესის გუბერნატორად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა შესთავაზა – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ბიბისი ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ვალერი ჩალმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტმა პრეზიდენტს შესაბანმისი წინადადებით უკვე მიმართა.
თავის მხრივ, ორმა დამოუკიდებელმა წყარომ უკვე დაადასტურა, რომ სააკაშვილის დანიშვნის საკითხი გადაწყვეტილია. უკრაინის ეკოლოგიის მინისტრმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აღნიშნულ საკადრო საკითხზე უკმაყოფილება გამოთქვა.
შეგახსენებთ, რომ პოროშენკომ სააკაშვილი რეფორმების საბჭოს ხელმძღავნელად დანიშნა, საბჭოს ძირითადი მოვალეობა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით რეფორმების წარდგენა იყო.

უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, რეგიონებში უმაღლესი პირის დანიშვნა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა პირი უკრაინის მოქალაქეა და იცის სახელმწიფო ენა. ამასთანავე, ქვეყნის მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელია სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი განაცხადოს.
ბიბისის ცნობით, სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაში,,ახ ადესა,, (+VIDEO)
შემდეგი სტატიააშშ-მ კუბა ტერორიზმის სპონსორების სიიდან ამოშალა