სააკაშვილი: წელიწადნახევარია უკრაინაში ვარ და ნამდვილი რეფორმა არ მინახავს (VIDEO)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მე-5-ე არხთან საუბრისას აცხადებს, რომ მას იმ წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც უკრაინაში იმყოფება, დიდი და ნამდვილი რეფორმები არ უნახავს…

,,მთლიანობაში,  მთელი ამ დროის მანძილზე გვესმის საუბრები რეფორმებზე, მაგრამ თავად რეფორმა ჩვენ არ გვინახავს. მე აქ მაიდანის მერე წელიწადნახევარია ვიმყოფები და  დიდი და ნამდვილი რეფორმა არ მინახავს. მე ვნახე ბევრი იმიტაცია რეფორმების შესახებ… და ვნახეთ ჯერჯერობით მხოლოდ პოლიციის რეფორმა… და ისიც ვიცით, რომ ეს მხოლოდ სამართალდამცავი სტრუქტურის მცირე ნაწილის რეფორმაა და დანარჩენი ნაწილი ისევ კორუმპირებულია,, აცხადებს სააკაშვილი.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე, პეტიციების განყოფილებაში დარეგისტრირებულია 4 პეტიცია, ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრემიერმინისტრად დანიშვნის მოთხოვნით.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიმოგერინი ლტოლვილთა გადამყვანი გემების განადგურებას ითხოვს….
შემდეგი სტატიარას ასწავლიან ბავშვებს საქართველოს რუსულ სკოლებში…??? (ფოტოები)