რუსეთში შიმშილის საფრთხეა და პროდუქტებზე საბარათე სისტემას ითხოვენ

 

scan-04-02-20154 თებერვალს, რუსეთის მომხმარებლის უფლებათა დაცვის საზოგადოებამ ,,ობშესტვენი კონტროლ,,მა მიმართა რუსეთის მთავრობას თხოვნით, განიხილოს პროდუქტებზე ბარათების შემოღების შესაძლებლობა. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანშაკოვის მიერ მთავრობაში გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ მათ მიერ რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში ბოლო სამითვის მანძილზე დაფიქსირებულია, პროდუქტების ფასების ზრდასთან დაკავშირებული მოსახლეობის საჩივრების მკვეთრი მატება. მომჩივანტა უმეტესობა ღნიშნავს, რომ მათ აღარ შეუძლიათ გაძვირებული პროდუქტების შეძენა.

წერილის ავტორებს მიაჩნიათ, რომ საბარათე სისტემა, სოციალურად დაუცველ ფენებს მისცემს საშუალებას აუცილებელი პროდუქტები სახელმწიფო სუფსიდიების ხარჯზე შეიძინონ.

გამომდინარე იმ სიტუაციიდან, რომ რუსული ვალუტის კურსი მკვეთრად დაცემულია, რასაც ერთვის გარკვეული უცხოური პროდუქტების უკმარისობა, რაც რუსეთში იმპორზე დაწესებულ სანქციებს მოჰყვა, პროდუქტებზე ფასების მატება კიდევ კარგა ხანს შენარჩუნდება, აცხადებენ რუსი უფლებადამცველები.

რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკური ბიუროს ,,როსსტატის,, მონაცემებით, თუ კრიზისის დასაწყისში საშუალო სტატისტიკუეი ოჯახი შემოსავლის 36-40% კვების პროდუქტებზე ხარჯავდა, ამ მომენტისათვის ეს მაჩვენებელი 50%-ზე მეტია და უახლოეს ხანში 60%-ს მიაღწევს, რაც რუსეთის მოსახლეობის უმეტეს ნაწილში, ცხოვრების დონის მკვეთრ კლებას და კვების პროდუქტების მოხმარების შემცირებას გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, შექმნილ სიტუაციაში, საბარათე სისტემაზე გადასვლა ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნიათ მომხმარებლის უფლებათა დამცველებს.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: საქართველოს და ნატო-ს ძლიერი პარტნიორობა აკავშირებთ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ფუნქცია ექნება ათონელის რეზიდენციას