იენს სტოლტენბერგი: საქართველოს და ნატო-ს ძლიერი პარტნიორობა აკავშირებთ

საქართველოს და ნატო-ს ძლიერი პარტნიორობა აკავშირებთ, ნატო-ს წევრი ქვეყნები ცდილობენ, ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გააღრმავონ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მის სუვერენულ უფლებას თავად აირჩიოს მომავალი, – ამ სიტყვებით გახსნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელსაც საქართველოს დელეგაციაც ესწრება
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს უელსის სამიტზე შეთანხმებული არსებითი პაკეტის განხორციელება საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. “ჩვენი მიზანია საქართველოს დავეხმაროთ დამოუკიდებლად უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება და კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოს” – განაცხადა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური გოგა ხაინდრავასგან მორალური ზიანისთვის 30 თეთრის გადახდას ითხოვს
შემდეგი სტატიარუსეთში შიმშილის საფრთხეა და პროდუქტებზე საბარათე სისტემას ითხოვენ