რუსეთში პუტინს ძეგლი დაუდგეს

პუტინის ძეგლისოფელ აგალატოვოში, რომელიც პეტერბურგიდან 20 კილომეტრშია, ვლადიმერ პუტინის ბიუსტის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ბიუსტი რომაელი იმპერატორების სტილშია გაკეთებული.
პრეზიდენტს მკერდზე რუსეთის გერბის მედალი აქვს ჩამოკიდებული. ამბობენ, რომ სკულპტურის თავზე დაფნის გვირგვინის დადგმასაც აპირებდნენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, მასზე უარი თქვეს.
იდეის ინიციატორები პეტერბურგელი კაზაკების გაერთიანება „ირბისია“.
ატამანის ანდრეი პოლიაკოვის აზრით, რომელსაც Deutsche Welle ციტირებს „ამ ხატში ჩვენი რუსული დემოკრატიის სიმბოლოა ჩაფიქრებული“.
როგორც პოლიაკოვი ხსნის, ძეგლის იდეა მას რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ გაუჩნდა, რასაც ის „ჩვენი რუსული მიწების“ დაბრუნებას ეძახის და ბერლინის კედლის დანგრევას ადარებს.
ბიუსტი ატამანის კერძო საკუთრებაში დგას.

banner
წინა სტატიაშიკანონის უზენაესობის მდგრადი განვითარების ფონდის (FSRI) პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოს მდივანს შეხვდება
შემდეგი სტატიაპიკასოს ნახატი რეკორდულ თანხად გაიყიდა