რუსეთმა სომხეთს გაზის ტარიფი 25 დოლარით შეუმცირა და მას კუბრ მეტრზე 165 დოლარით მიაწვდის. როგორც სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, შეღავათი ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილია.
გარდა ამისა, “გაზპრომი” მომდევნო 5 წლის მანძილზე, სომხეთის გაზის ტრანსპორტირების სისტემის 60 მილიონი დოლარით ინვესტირებას აპირებს.
როგორც კრემლის პრეს-სამსახური იტყობინება, ორი ქვეყნის ლიდერებმა რუსულ-სომხეთის თანამშრომლობის მომავალ გეგმებზეც ისაუბრეს.
პუტინის თქმით, რუსეთი სომხეთისთვის ყველაზე დიდი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. “გასულ წელს, 2013 წელთან შედარებით ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა, სამწუხაროდ, მიმდინარე წელს იგივე მაჩვენებელის კორექტირება მოხდა ” – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
გაზის საკითხზე შეთანხმება სომხეთსა და რუსეთს შორის, პუტინის სომხეთში ვიზიტისას, 2013 წელს დაიდო.