რუსეთის იმპერიულმა მიდგომებმა რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა შეცვალა

0,,17448656_303,00უკრაინელმა და რუსმა სოციოლოგებმა გამოკითხვის შედეგები გააანალიზეს, რომელიც ორივე ქვეყანაში ჩატარდა. ნორმალური კავშირის მაგალითი, მათი აზრით, ევროკავშირია. რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიამ რუსეთის და რუსების დადებითი კუთხით აღქმას შეუშალა ხელი უკრაინელების მხრიდან. ამის შესახებ დიდი ხნის კვლევების შედეგები გამოაქვეყნეს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და რუსულმა “ლავანდა-ცენტრმა.”
მონაცემების პრეზენტაცია კიევში მოხდა, სადაც მეცნიერებმა ხაზი გასუვეს იმას, რომ ორ ხლხს შორის ურთიერთობის მოგვარება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, თუკი რუსეთი საკუთარ იმპერიულ მიზნებზე უარს იტყვის.
ათეული წლები რუსებს უკრაინელების მაღალი აღქმა ჰქონდათ – განაცხადა მრგვალ მაგიდაზე “ლავანდა-ცენტრის” წარმომადგენელმა. მისი თქმით, რუსები უკრაინელებში ისეთ დადებით თვისებებს ხედავდნენ, როგორიც არის სტუმართმოყვარეობა, კეთილგანწყობა, მშვიდობისმოყვარეობა, თუმცა მაიდანის შემდეგ რუსების მიმართება მკვეთრად შეიცვალა. ისინი უკრაინელებს ისეთ თვისებებს მიაწერენ, როგორიც არის პირფერობა, არა გულწრფელობა, გამყიდველობა “ეს ყველაზე უარესია, რაც მათ ტესტის მეშვეობით გამოხატეს” – თქვა ლევინსონმა.
როგორც კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ პანიოტმა განაცხადა, უკრაინელებიც რუსების მიმართ მუდამ დადებითად იყვნენ განწყობილი. “განწყობა ყირიმის ანექსიის შემდეგ შეიცვალა და რუსების მიერ ნდობა 88-დან 34 %-მდე დავარდა” – თქვა სოციოლოგმა.
რუსების უმრავლესობა უკრაინელებს არა მტრებად, არამედ აშშ-ს პოლიტიკის მსხვერპლად მიიჩნევს.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოლოდინი რუსებში დონბასში კონფლიქტის გაღრმავებაა, ამავე დროს რუსების 40% მზად არის უკრაინასთან ურთიერთიბა აღადგინოს.

კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 36 % თვლის, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარი არ დგას, 38 % კი – “შესაძლებელია ჯარი არის, მაგრამ რუსეთის მთავრობა სწორად იქცევა, როცა ამას უარყოფს და მსოფლიოს ატყუებს” – თქვა ლევინსონმა.
ამასთანავე, მეცნიერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსების 40% მზად არის დღესვე აღადგინოს უკრაინასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები.
ლევინსონის თქმით, “სახელმწიფოები, რომელთა შორის 300-400 წელი ანტაგონიზმი არსებობდა, დღეს წარმატებულად ურთიერთიბენ დ აიქ ძალიან ცოტას აღელვებს რა ანეგდტოტებს ყვებიან ფრანგები გერმანელებზე, ან გერმანელები ფრანგებზე”.

banner
წინა სტატიაშივაზიანში ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნების დახურვის საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ქართველები ვამაყობთ ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმით