რომან გოცირიძე: წარდგენილი ბიუჯეტი ვერ გახდება ეკონომიკის სტაბილურობის გარანტი

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის რომან გოცირიძი

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხარჯვითი ნაწილის შემცირება არ გამოიწვევს სოციალური ხარჯების შეკვეცას. ხელისუფლებას არ ეთანხმებიან ეკონომიკის ექსპერტები. “ეკონომიკური განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელის რომან გოცირიძის განცხადებით, კორექტირებული ბიუჯეტი, რომელიც მთავრობამ არ იქნება საკმარისი ქვეყნის ეკონომიკისა და ლარის სტაბილურობისათვის. მისი თქმით, მთავარია როგორ მოხდება და როგორ დაიხარჯება თანხები დარჩენილ 6 თვეში.

“ეს იმას ნიშნავს რომ ბიუჯეტი ვერ გახდება ეკონომიკის სტაბილურობის გარანტი, შარშანდელი ტენდენცია გრძელდება, დღეისათვის დახარჯულია 4,2 მილიარდი ლარი ანუ წლის დარჩენილ ნაწილში აქამდე დახარჯულზე ერთი მილიარდით მეტია დასახარჯი. როგორ მოახერხებს ამას მთავრობა და როგორ გაანაწილებს ამას თვეების მიხედვით, ამაზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული, თუ ისევ ბოლო თვეებში დახარჯა ძირითადი თანხა შედეგი იქნება ცუდი,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი აბესაძე: უზნეობაა წინა ხელისუფლების მიერ გაკეთებულ საქმეებთან ბრძოლა
შემდეგი სტატია„ილოცე, გაირუჯე და დაისვენე ერთ სივრცეში“ – ეკლესია, საცურაო აუზი და სასტუმრო ურეკში ერთ სივრცეშია მოქცეული (ფოტო)