ირაკლი აბესაძე: უზნეობაა წინა ხელისუფლების მიერ გაკეთებულ საქმეებთან ბრძოლა

სააკაშვილმა მრჩეველი საჯაროდ გაანთავისუფლა და პოლიციას ჩააბარა

პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი დედაქალაქის ცენტრში უნდა დაბრუნდეს.

პრემიერის ამ განცხადებას გამოეხმაურა საპარლამეტო ოპოზიციის წევრი ირაკლი აბესაძე.

„უზნეობაა ნამდვილად წინა ხელისუფლების მიერ გაკეთებულ საქმეებთან ბრძოლა,“ -აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირაკლი აბესაძე.

მისი თქმით, საზოგადოებას უამრავი სხვა პრობლემა აწუხებს და პრემიერ-მინისტრი სწორედ ამაზე უნდა ფოქრობდეს.

„ქარის წისქვილებთან ბრძოლა, მაშინ როდესაც დღეს უამრავი რეალური პრობლემა დაუგროვდა საზოგადოებას, პრემიერ-მინისტრი ნაცვლად ველოსიპედის კულტურასთან ბრძოლისა, ამაზე უნდა ფიქრობდეს,“ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი კი ფიქრობს რომ, პრმიერის ეს ინიციატივა არის გაჟღერება იმისა, რაზეც თბილისის საზოგადოება წლების განმავლობაში საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერი საგაზეთო ინტერვიუში ამბობს, რომ „სააკაშვილმა ყოვლად უზნეო საქციელი ჩაიდინა, როცა ძეგლს შეეხო. ველოსიპედის ძეგლის საწინააღმდეგო კი პრემიერს არაფერი აქვს, მაგრამ ამბობს რომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს,” – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბიუჯეტის შემოსავლები 200 მილიონით, ხარჯვითი ნაწილი კი 140 მილიონით შემცირდება
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: წარდგენილი ბიუჯეტი ვერ გახდება ეკონომიკის სტაბილურობის გარანტი