რიჩარდ ნორლანდი ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრის გახსნას დაესწრო

შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ახლად გახსნილი ცენტრი შესაბამის აღჭურვილობას ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღებს. აღჭურვილობის გადმოცემის დოკუმენტი საქართველოსა და აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტს შორის დღეს, ცენტრის გახსნის შემდეგ გაფორმდა.
პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის მიერ აღნიშნული ცენტრის გახსნას საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რიჩარდ ნორლანდი დაესწრო.
“ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე აქ, ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის დელეგაციასთან ერთად. ეს გახლავთ აღიარება იმ პროგრესისა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს თანამშრომლობის შედეგად აქვთ ბირთვული მასალების კონტრაბანდის აღკვეთის საქმეში და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საშიში მასალები არ მოხვდება საშიში ადამიანების ხელში. საქართველო აშშ-სთან უკვე ათი წელია პარტნიორობს ამ სფეროში, დღეს კი ჩვენ აღვნიშნავთ ამ პარტნიორობის მაღალ ხარისხს, ვინაიდან დღევანდელ ღონისძიებაზე მოხდა საქართველოს მხარისთვის მონიტორინგის დახვეწილი აღჭურვილობის და სხვა შესაძლებლობების ოფიციალური გადაცემა. ძალზედ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია პარტნიორობა იმ თემის ირგვლივ, რომელიც გახლავთ გლობალური მნიშვნელობის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წლებშიც გაგრძელდება ეს თანამშრომლობა და იქნება შედეგიანი”, – აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

banner
წინა სტატიაშიბებომ სკოლა 103 წლის ასაკში დაამთავრა (ვიდეო)
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინი 2014 წლის მნიშვნელოვან მოვლენებად სოჭის ოლიმპიადას და “ყირიმის შემოერთებას” მიიჩნევს