რამზან კარიდოვი მსოფლიო დონის ელიტურ სპეციალური დანიშნულების რაზმს ჩეჩნეთში გაწვრთნის

რამზან კარიდოვი მსოფლიო დონის ელიტურ სპეციალური დანიშნულების რაზმს ჩეჩნეთში გაწვრთნისჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ გუდერმესში დიდი სამხედრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც მსოფლიო დონის ელიტური სპეციალური დანიშნულების რაზმი გაიწვრთნება.
Instagram-ის საკუთარ გვერდზე მან დაწერა, რომ ქალაქის გარეუბანში უკვე მიმდინარეობს საავადმყოფოების, საბავშვო ბაღების, სკოლის, შენობების მშენებლობები.
როგორც კადიროვი აცხადებს, ცენტრში ყველა ტიპის სამხედროების მომზადება მოხდება როგორც რუსეთის სპეციალური სამსახურებისთვის, ასევე სხვადასხვა ქვეყნებისთვისაც: „ჩეჩნეთის რესპუბლიკა ერთ-ერთი მთავარი მსოფლიო ცენტრი გახდება, რომელიც ამ ტიპის მეომრებს მოამზადებს.“
რამდენიმე წლის წინ კადიროვის მიერ გაკეთებული განცხადებით, მსგავსი დანიშნულების რაზმის მომზადება დაწყებული იყო ჩეჩნეთში, ანტიტერორისტული ოპერაციებისთვის.
2013 წელს , როცა იმავე პროექტზე საუბრობდა, კადიროვმა განაცხადა, რომ მებრძოლები სირიელი ბოევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად სჭირდება.
მიმდინარე წლის თებერვალში კი მან გაკვრით აღნიშნა, რომ სირიის საველე მეთაური რუსლან მაჩალიკაშვილი, რომელის მეტსახელიც საიფული იყო, ზუსტად ჩეჩენი სპეცნაზელის ხელიდან მოკვდა.
დონბასში საომარი მოქმედებების დაწყებისას კადიროვმა რუსეთის ხელისუფლებას სთხოვა ნება დაერთო მონაწილეობა მიეღო უკრაინის წინააღმდეგ ოპერაციაში. უკრაინის ხელისუფლებას არა ერთი დამამტკიცებელი არგუმენტი მოყავს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩეჩნები უკვე იბრძვიან სეპარატისტების მხარეს. „პირადად არავინ გამიგზავნია“ – ასე პასუხობს უკრაინის ხელისუფლებას კადიროვი. მისი თქმით, „ ყველა, ვინც იბრძვის, მოხალისეები არიან“.
როგორც სამართალდამცავები იუწყებიან, ჩეჩნეთში გაწვრთნილი ჯარისკაცები მხოლოდდამხოლოდ კადიროვს დაემორჩილებიან, მიმდინარე მომენტში მათი რიცხვი სავარაუდოდ, 10-დან 30 ათათი ჯარისკაცია.
დეკემბრის ბოლოს გროზნოს სტადიონზე დაახლოებით 20 ათასი შეიარაღებული ჯარისკაცი შეიკრიბა და მზადყოფნა გამოთქვეს „შეასრულონ რუსეთის პრეზიდენტის ნებისმიერი დავალება.“ ამ ფაქტის კომენტირებისას რუსმა ოპოზიციონერმა ბორის ნემცოვმა თქვა, რომ არ იცის რისი იმედი აქვს პუტინს, როცა „20 ათას კადიროველს იარაღს აძლევს.“

banner
წინა სტატიაში“თავდაცვის სამინისტროში არაპატრიოტული მინისტრი და მოადგილეები ინიშნებიან,” – გიორგი ბარამიძე
შემდეგი სტატიაარსენი იაცენიუკი – უკრაინა სავალუტო ფონდისგან დახმარებას რთული რეფორმების სანაცვლოდ მიიღებს