რამდენად მიზანშეწონილია ადამიანის დანიშვნა, რომელზეც ეჭვი არსებობს, რომ მისთვის ნარკოტიკები შემოჰქონდათ-ირმა ნადირაძე

პური გაუძვირეთ მოსახლეობას და ცდილობთ, რომ სანახაობა მაინც არ მოაკლოთ და ამის ნაწილია პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნა

პარლამენტი“ნაციონალური მოძრაობის” ერთი-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, ხუტა პაჭკორიას დანიშვნა ავიაციაში, ფარცხალაძის ახლობლობამ განაპირობა. ამის შესახებ ირმა ნადირაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის ახალი შემადგენლობის შეხვედრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ხუტა პაჭკორია იყო ანტიკორუფციული დეპარტამენტის დირექტორი და ის 6 თვის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ირმა ნადირაშვილმა ხუტა პაჭკორიასთან დაკავშირებული შეკითხვით შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართა.
“ყველამ, ვისაც თქვენ სამინისტროსთან შეხება აქვს, იცის რა გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი. მიზეზი იყო ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც დააკავეს სარფში და მან თქვამ, რომ შემოჰქონდა ნარკოტიკები პირდაპირ ხუტა პაჭკორიასთვის. ამის შემდეგ ის გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. ერთი კვირის წინ ეს ადამიანი დანიშნეთ ახალ თანამდებობაზე, ავიაციაში და დაავალეთ აეროპორტის უსაფრთხოების კონტროლი. მე მაინტერესებს რამდენად მიზანშეწონილია ადამიანის დანიშვნა, რომელზეც ეჭვი არსებობს, რომ მისთვის ნარკოტიკები შემოჰქონდათ, ასეთი ადამიანის დანიშვნა თანამდებობაზე, თუ ამ შემთხვევაშიც მისი და ფარცხალაძის ახლობლობა იყო გადამწყვეტი მომენტი?!”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
დეპუტატის შეკითხვის საპასუხოდ ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ირმა ნადირაშვილს არ აქვს სწორი ინფორმაცია ხუტა პაჭკორიასთან დაკავშირებით. “ხუტა პაჭკორია ნარკოტიკების შემოტანას არ მფარველობდა. ეს ადამიანი გათავისუფლდა თანამდებობიდან, უფლება აქვს მინისტრს, მოადგილეს, მის კურატორს, კორუფციულ დეპარტამენტს მოხსნას ადამიანი. ის იყო კადრების განკარგულებაში აყვანილი. შემდეგ იქნა აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურში დანიშნული”, – განაცხადა მინისტრმა.
ირმა ნადირაშვილმა შს მინისტრს ხუტა პაჭკორიას მოხსნის მიზეზის დაზუსტება სთხოვა. “რა აუცილებელია ყველაფერი ვთქვათ რატომ მოხსნეს, ეს არ ყოფილა ის მიზეზი, რაც თქვენ თქვით”, – განაცხადა გომელაურმა.

banner
წინა სტატიაში„ძალიან სასაცილოები ხართ, რადგან ერთსა და იმავე კითხვას სვამთ“-ირაკლი ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიაბუტა პაჭკორია ნარკოტიკების შემოტანას არ მფარველობდა–ვახტანგ გომელაური