„პროკურორი ხომ არ ვარ გენაცვალე, 315-ე მუხლი რა არის, სულ არ ვიცი“

javaxishvili

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გაუგონარ აჟიოტაჟს უწოდებს.

მისი თქმით, ამ აჟიოტაჟს ჟურნალისტები უწყობენ ხელს.

„პროკურორი ხომ არ ვარ გენაცვალე, 315-ე მუხლი რა არის, სულ არ ვიცი. ნამდვილად არ ვიცი არც 315-ე მუხლი და არც ის, ვინმემ რამე დააყენა თუ არა. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, აბსოლუტურად გაუგონარი აჟიოტაჟი რომაა, ფაქტია და ამას ყველაზე ძალიან თქვენ უწყობთ ხელს. ვფიქრობ, ეს არ იქნება თვითონ ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვისაც კი მომგებიანი იმიტომ, რომ ეს აჟიოტაჟი ყველა შემთხვევაში იმოქმედებს თქვენს სარედაქციო პოლიტიკაზე და ყველა დანარჩენზე. ამიტომ, ვფიქრობ, დავანებოთ თავი სასამართლოს. სასამართლო ალბათ დაადგენს მტყუან-მართალს“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ძალიან უპასუხუსმგებლოდ და არასერიოზულად გამოიყურება ქართული ოცნება”
შემდეგი სტატიანიკა გვარამია რუსთავი 2-თან დამონტაჟებული ვიდეოკამერების შესახებ განმარტებებს ითხოვს