ნიკა გვარამია რუსთავი 2-თან დამონტაჟებული ვიდეოკამერების შესახებ განმარტებებს ითხოვს

ფსიქიურად გაუწონასწორებელი ინტელექტუალური ხეიბარია

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ბრიფინგი გამართა. ნიკა გვარამიამ არხის ტერიტორიაზე შეკრებილ მხარდამჭერებს გულშემატკივრობისა და რუსთავი 2-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა.

ნიკა გვარამიამ რუსთავი 2-ის კოლექტივის სახელით ხელისუფლებას, კერძოდ კი შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხეოების სამსახურს მიმართა.

“სამწუხაროდ, აქამდე ჩვენთვის არანაირი ახსნა-განმარტება არ გაუკეთებიათ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის რუსთავი 2-ის ირგვლივ დამონტაჟებული ამდენი სათვალთავლო კამერა, გარდა ზოგადი განცხადებისა, რომ ეს უსაფრთხოებიდან გამომდინარე საჭიროებაა,” – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაში„პროკურორი ხომ არ ვარ გენაცვალე, 315-ე მუხლი რა არის, სულ არ ვიცი“
შემდეგი სტატიაქუთაისის ქუჩებში „ნაციონალური მოძრაობის“ შეურაცხმყოფელი პლაკატები გამოჩნდა