პრემიერმა მინისტრებს შეტევაზე გადასვლა ურჩიათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებს მოუწოდებს, თავიანთ უწყებებში მიმდინარე ცვლილებები მაქსიმალურად განმარტონ.

აღნიშნული დავალებით პრემიერმა მინისტრებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიმართა და მათ თავიანთი სიმართლის დასაცავად “შეტევაზე გადასვლაც” ურჩია.

“მინდა მოგიწოდოთ მინისტრებს, რომ მაქსიმალურად განმარტოთ თქვენს უწყებებში მიმდინარე ცვლილებები. რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ სწორად. თუ შეცდომები მოგვდის, მათ ვასწორებთ და ვაგრძელებთ წინსვლას. უფრო მეტიც, თქვენ შეგიძლიათ შეტევაზეც გადახვიდეთ – როცა პირდაპირი მნიშვნელობით სამართლიანობას ებრძვიან, თქვენ გაქვთ სრული უფლება დაიცვათ თქვენი სიმართლე და განუმარტოთ საზოგადოებას თქვენს უწყებებში მიმდინარე მოვლენები”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – თავდაცვის სამინისტროში კეზერაშვილისა და ახალაიას კადრების შენახვა-დაწინაურება ხდებოდა
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე :არაფერი განსაკუთრებული არ ხდება