პრემიერი საზოგადოებას თსუ-ის დაარსების 97-ე წლისთავს ულოცავს

ვის დაემუქრა ღარიბაშვილი კოალიციიდან გაშვებით

პრემიერი საზოგადოებას თსუ-ის დაარსების 97-ე წლისთავს ულოცავსპრემიერ-მინისტრი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, ყველა მის კურსდამთავრებულს უნივერსიტეტის დაარსების 97-ე წლისთავს ულოცავს.

“97 წლის წინ, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, ჩვენმა დიდმა მეცნიერებმა დააარსეს ევროპული ტიპის უმაღლესი სკოლა, სადაც შესაძლებელი გახდა ეროვნული და ევროპული ღირებულებების შერწყმა, ზოგადსაკაცობრიო იდეალების მსახურება. ამიტომაც ათწლეულების განმავლობაში უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის განათლების, ქართული მეცნიერებისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა იყო. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უპასუხოს ყველა თანამედროვე მოთხოვნას, შეინარჩუნოს და შეასრულოს მთავარი საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია”, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის სწრაფი გამოძიება ჩემთვის საამაყოა
შემდეგი სტატიაიური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის ფოტო