,,პრემიერი–ნარმანია; ეკონომიკის მინისტრი –ქანთარია; განათლება– სოსო ჯაჭვლიანი”

მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებს ტელეპროდიუსერი ნოე სულაბერიძე “ფეისბუქის” გვერდზე ეხმაურება და მინისტრთა კაბინეტის საკუთარ ვერსიას აქვეყნებს:

“ძალიან შევწუხდი ბოლო დღეებში არაერთხელ დაანონსებული მინისტრების გადაყენება-ჩანაცვლების თემით! იმის ალბათობა თუ არსებობს რომ ყველა შეიცვალოს პირველად და უკანასკნელად, დინამოს შემადგენლობის პრინციპით, ექსკლუზიურად გთავაზობთ მინისტრთა კაბინეტის ჩემს მიერ დამუშავებულ ვერსიას, იმედია აღფრთოვანდებით!

1. საგარეო საქმეთა მინისტრი – გუგული მაღრაძე
2. ფინანსთა მინისტრი – გუბაზ სანიკიძე
3. განათლების მინისტრი – სოსო ჯაჭვლიანი
4. კულტურის მინისტრი – ლუკა კურტანიძე
5. ევროინტეგრაციის მინისტრი – ლევან ვასაძე
6. შსს მინისტრი – რეზო ამაშუკელი
7. ეკონომიკის მინისტრი – ნუკრი ქანთარია
8. თავდაცვის მინისტრი – პაატა ზაქარეიშვილი
9. სოფლის მეურნეობის მინისტრი – მარკუს მეტრეველი
10. ვიცე პრემიერი – თემურ ქეცბაია
11. პრემიერ მინისტრი: …რათქმაუნდა ნარმანია!

p.s. რამე პრეტენზია გაქვენ? “- წერს სულაბერიძე

banner
წინა სტატიაშირადიოსადგური ,,ჰერეთი” FM 93.5-ზე იმაუწყებლებს
შემდეგი სტატიასაბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი თანამდებობიდან გადადგა