“პრემიერის განცხადებაში მოწოდება ძალადობაზე არ ყოფილა”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე მიიჩნევს, რომ გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებით “ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებაში პრემიერის განცხადება ძალადობის შემცველი არ ყოფილა.
როგორც ელისო ჩაფიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს იყო მოსაზრება, რომელიც ძალადობისკენ მოწოდებას არ შეიცავდა.
“რადგან პრემიერს აქვს თმენის ვალდებულება, აღმოჩნდა, რომ ყველას როგორც უნდა ისე გადათარგმნა მისი ნათქვამი და ასეთი ტიპის ინტერპრეტაცია მიანიჭა. მე სიტყვა-სიტყვით არა ერთხელ მოვისმინე ეს განცხადება. ის ამბობს, რომ დიახ, მადლობა უნდა გადაიხადოს “ნაციონალურმა მოძრაობამ” იმის გამო, რომ რასაც უკეთებდნენ ადამიანებს და რა პირობებშიც ჰყავდათ, ხალხმა აპატია ეს ყველაფერი და არ გადაუხადა სამაგიერო ანალოგიურად”, – განაცხადა ჩაფიძემ.
მისივე თქმით, ძალადობისკენ მოწოდება არის სულ სხვა რამ.
“პრემიერის განცხადებაში მოწოდება ძალადობაზე არ ყოფილა. ეს არის მისი მოსაზრება. მოწოდება ძალადობისკენ არის სულ სხვა რამ და ის დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით, განსხვავებით მოსაზრებისგან, რომელიც დაცულია აბსულუტური პრივილეგიით. ჩავხედოთ გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონს, მოსაზრებას როდესაც გამოხატავს ადამიანი, განსაკუთრებით პოლიტიკური განცხადების დროს, აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული, განსხვავებით ძალადობაზე მოწოდებისგან რომელიც კვალიფიციური პრივილეგიით არის დაცული და რომელთან დაკავშირებითაც პარლამენტმა გაამკაცრა კანონმდებლობა”, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენი გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენად ღირს პრეზიდენტთან კონსულტაციებში მონაწილეობის მიღება”
შემდეგი სტატია,,პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია საკითხის ერთობლივი განხილვა და კონსენსუსის მიღწევა”