პატრიოტიზმი ,როგორც ჩანს, გაიგივებულია ხის უკანონო ჭრასთან

agulashviliზოგიერთისთვის პატრიოტიზმი ,როგორც ჩანს, გაიგივებულია ხის უკანონო ჭრასთან, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა სვანეთში გუშინ გამართული აქციის კომენტარებისას განუცხადა.
“ჩვენ ვთავაზობთ ყველას, სვანეთშიც და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ვინც დღესაც აგრძელებს უკანონო რეწვას, უკანონო მოპოვებას და უკანონო ჭრას, რომ შემოვიდნენ სახელმწიფოსთან კომუნიკაციაში და ითანამშრომლონ ჩვენთან. ჩვენ ვთავაზობთ მათ რეალურ დასაქმებას, რეალურ ჩართულობას და ჩრდილოვანი ეკონომიკური პროცესების საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გარდაქმნას. ჩვენ ვთავაზობთ მათ კონკრეტულ პირობებს. მზად ვართ ამ დიალოგისთვის. მათ შევუთვალეთ კიდეც ეს. ამავე დროს გვინდათ ვთქვათ, რომ შეურიგებლები ვიქნებით ბრაკონიერების, ხე-ტყის უკანონო მომპოვებლების წინააღმდეგ, რადგან ეს გაცილებით უფრო რთული პრობლემების წარმომქმნელია, ვიდრე დღევანდელი თემები და საკითხები”, – განაცხადა აგულაშვილმა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, რომ ვინც დიალოგისთვის მზად იქნება, მათთან დიალოგი გააგრძელონ.

banner
წინა სტატიაშიტარანტინომ “ნამდვილი დეტექტივი” და “ოსკარზე” ნომინირებული ფილმები გააკრიტიკა
შემდეგი სტატიაოლეგ სენცოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს