„პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანია“

საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნიკ გური საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა.

თინა ხიდაშელთან შეხვედრას საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, სამხედრო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნიკ გურს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით ბრიტანელი მრჩევლის მოვლინების თაობაზე მადლობა გადაუხადა. როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანია“,- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

უწყების ინფრორმაციით, საუბრის ერთ-ერთი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო. ბრიტანელმა სტუმარმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი სამხედროების წვლილი. მხარეებმა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სამხედრო განათლების კუთხით არსებული ურთიერთობების გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოს წევრი: –”იობი გოიმი დავიჭირეთ, სასტუმროს გვიშენებს და ამ გამო…..ბულ ხალხს რა უნდა ვერ გავიგეთ“…
შემდეგი სტატიარუსული გამოძიება ხოდორკოვსკიზე ახალ ბრალდებას ამზადებს