„პარლამენტი იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც ეტყვის ღარიბაშვილი,” – ხათუნა გოგორიშვილი

საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელად, შვიდი წლის ვადით,

პროკურატურის რეფორმის კონცეფციას ეხმაურებიან კანონმდებლები. ისინი სამოქალაქო სექტორის შენიშვნებსაც აფასებენ. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ უწყებათაშორისი საბჭოს მიერ შემუშავებული პროექტი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია. აზრთა სხვადასხვაობაა საპარლამენტო ოპოზიციაში.

თავისუფალი დემოკრატები მიიჩნევენ, რომ პარლამენტის მხრიდან ზედამხედველობა და პასუხისმგებლობის აღება მნიშვნელოვანი იქნება.

„შესაძლოა მეტად დაზღვეულები ვიყოთ მომავალში, თუ მთავარი პროკურორი იქნება არჩეული პარლამენტის მიერ,“ – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში გადაწყვეტილების მიმღების მნიშვნელობას ვერ ხედავს ნაციონალური მოძრაობა. საპარლამენტო ოპოზიციის ამ ნაწილის თქმით, პარლამენტი არ არის ის სტრუქტურა, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას.

„პარლამენტი ზუსტად იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც დაურეკავს ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი კი ამ ინსტრუქციას ივანიშვილისგან მიიღებს. ერთადერთი განსხვავება შესაძლოა იყოს, ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა პირდაპირ უსუფაშვილს დაურეკოს, გააჩნია როგორი ურთიერთობა აქვთ,“ – აღნიშნა ხათუნა გოგორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა ლუგანსკის ოლქში უკრაინული შენაერთები მოინახულა
შემდეგი სტატია„ამ ქვეყანაში ყველაფერს წყვეტს ივანიშვილი,“ – დავით დარჩიაშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრზე