„ამ ქვეყანაში ყველაფერს წყვეტს ივანიშვილი,“ – დავით დარჩიაშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრზე

ბატონი გიგას კოლეგებს შორის კომკავშირული წარსული უფრო მეტს აქვს, ვიდრე ჩვენს შორის

ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის მმართველი გუნდი, მის შემცვლელს კი წარმატებულ მინისტრობას უსურვებს. იმავდროულად უმრავლესობა უწყების გარკვეულ ხარვეზებზეც საუბრობს.

„მადლობას ვუხდი მას წარმატებული პროექტებისთვის. ხარვეზები შეიძლება იყო, მაგრამ ხარვეზების გარეშე წინსვლა წარმოუდგენელია,“ – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

საპარლამენტო ოპოზიცია კი ამ პოსტზე ჯავახიშვილის დანიშვნას ბიძინა ივანიშვილის გავლენას უკავშირებს.

„რაც ეხება მთავრობას და არა მარტო, ამ ქვეყანაში ყველაფერს წყვეტს ივანიშვილი. ასე რომ, ძალიან მეეჭვება რაიმე სხვა მიზეზი იყოს, გარდა მისი პირადი დამოკიდებულებებისა,“ – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„პარლამენტი იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც ეტყვის ღარიბაშვილი,” – ხათუნა გოგორიშვილი
შემდეგი სტატიადავით ნარმანია 12 ქვეყნის დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელებს შეხვდა