პანკისის ხეობაში ომარ ბათირაშვილის გარდაცვალებას არ ადასტურებენ

პანკისის ხეობაში ომარ ბათირაშვილის, იგივე ალ შიშანის გარდაცვალების შესახებ რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

როგორც ჟურნალისტმა სულხან ბორძიკაშვილმა განაცხადა, ირანი და რუსეთი შეთანხმებულად მოქმედებენ, რადგან რუსეთის ავიაციას ამ დრომდე, ე.წ.ისლამური სახელმწიფოს არც ერთი პოზიცია არ დაუბომბია და რუსული ავიაცია ამ დრომდე სირიის ოპოზიციის არმიას ბომბავს.

სულხან ბორძიკაშვილის თქმით, მან ბათირაშვილის გარდაცვალები შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გადაამოწმა, რაც არ დასტურდება.

ჟურნალისტის თქმით, ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ბოლო პერიოდში უკვე 12 -ჯერ გავრცელდა.

ერაყში, ავიაიერიშის შედეგად თარხან ბათირაშვილი, მეტსახელად უმარ ალ-შიშანი დაიღუპა. ამის შესახებ რუსული მედია, ირანულ სააგენტო “ირნა”-ზე დაყრდნობით იტყობინება. როგორც სააგენტო ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ავტოკოლონა დაბომბეს, რომელშიც “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი და კიდევ რამდენიმე საველე მეთაური იმყოფებოდნენ. ავიაიერიშის შედეგად ალ-ბაღდადი დაიჭრა, მისი 3 მოადგილე კი – უმარ ალ-შიშანი, აბუ საიდ ალ-კარბული და აბუ ანის ას-სური დაიღუპნენ”, – წერს “ირნა”.

banner
წინა სტატიაში“ვერაფერი ისეთი ვერ ვნახე” – კალაძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების ფარულ ჩანაწერზე
შემდეგი სტატიარატომ შიმშილობს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი?!