პაატა სალია: არასდროს გვითქვამს, რომ ვაპირებდით დაუყოვნებლივი აღსრულების დაწყებას

სააპალაციოს მიერ რევაზ საყევარიშვილის დროებით მმართველად ძალაში დატოვების შემთხვევაში ,მან სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული მოვალეობა უნდა შეასრულოს

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატ პაატა სალიას განცხადებით, მათ არასდროს დაუყენებიათ დაუყოვნებლივი აღსრულების დაწყების მოთხოვნა.

როგორც პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, იდეა ამის შესახებ ჰქონდათ, რომელიც მის გერმანელ კოლეგას ეკუთვნოდა, თუმცა არსად უსაუბრია იმაზე, რომ ამას აპირებდნენ.

„არასდროს გვითქვამს, რომ ვაპირებდით დაუყოვნებლივი აღსრულების დაწყებას. ეს იდეა სხვათა შორის, „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს, როცა თქვეს, რომ თითქოს დაუყოვნებლივ აღსრულებას და სპეცრაზმით შესვლას ვაპირებდით ტელეკომპანიის ტერიტორიაზე. ეს არის აბსურდი. ასეთი რამ სასამართლოთი არ მოგვითხოვია. ჩემი გერმანელი კოლეგის იდეა იყო, რადგან გერმანიაში ასეა, სარჩელის შეტანისთანავე ხდება აღსრულების მოთხოვნა. შესაბამისად, იყო ამის შესახებ მსჯელობა, თუმცა გადაწყვეტილება არ მიგვიღია. არსად მისაუბრია, რომ ამას ვაპირებდით“, – განაცხადა სალიამ.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის მოქმედება დროებით შეაჩერა. საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის და ტელეკომპანია „საქართველოს“ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის მოქმედება შეაჩერა.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის იურისტებმა საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოში 26 ოქტომებრს შეიტანეს. ისინი იმ მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვდნენ, რომელიც დაუყოვნებლივ აღსრულებას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისტუ – აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია!!
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: არასდროს გვითქვამს, რომ დაუყოვნებლივი აღსრულების დაწყებას ვაპირებდით