ნიკა გვარამია: არასდროს გვითქვამს, რომ დაუყოვნებლივი აღსრულების დაწყებას ვაპირებდით

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ახლახან გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება.

„ჩვენმა დღევანდელმა გამარჯვებამ და მთავრობის უმძიმესმა მარცხმა საქართველოს მთავრობა სრულიად ისტერიკასა და პანიკაში ჩააგდო. უკიდურესად სამარცხვინო საქციელი გვაქვს დღეს სახეზე. პირველ რიგში, ის გარემოება, რომ საქართველოს ხელისუფლება ღიად და დაუფარავად რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს, საიტი, რომელზეც ეს ყველაფერი ქვეყნდება, ჩანაწერები, რომელიც არსებობს ფეესბეს მოპოვებულია. ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი, ეს არის საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ჩემი უფლებების უმძიმესი დარღვევა.

“ტელევიზიები, რომლებიც ხელისუფლების ინტერესებს გამოხატავენ, და ორი იყო დღეს ასეთი, იმედი და პირველი არხი, მათ საყურადღებოდ უნდა ითქვას, ისინი დღეს ნებსით თუ უნებლიეთ, ამ დანაშაულებრივი შეთანხმების გამტარები და გამხმოვანებლები გამოდიან. გამოძიება წარიმართება ამ მიმართულებით, რათა დადგინდეს როგორია თანამშრომლობა ფეესბესა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, ეს გამოძიება ცხადია, რომ დღეს ვერ ჩატარდება, მას მიუკერძოებელი პროკურატურა ჩაატარებს, ახალი ხელისუფლების მიერ დანიშნული, ჩემ მიერ ხსენებული 2 არხის კომპეტენტური პირები აუცილებლად დაიკითხებიან იმასთან დაკავშირებით თუ საიდან იცოდნენ მათ ამ მასალების ატვირთვამდე საჯარო სივრცეში ეს ინფორმაცია, როგორ დაიწყეს კომენტარების ჩაწერა მანამდე, ვიდრე ეს ინფორმაცია საჯარო სივრცეში გამოჩნდებოდა, როგორ გაუშვეს მყისიერად ეს ინფორმაცია, როგორც კი აიტვირთა წამიდან წამში, ვინ იყო ის თანამდებობიდან პირი, ვინც მათ ამის შესახებ აცნობათ,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მორიგი სატელეფონო ჩანაწერები გამოქვეყნდა კვლავ უკრაინულ გვერდზე. ამჯერად გავრცელდა მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საუბრის კიდევ ერთი ეპიზოდი, ასევე სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძის დიალოგი.

banner
წინა სტატიაშიპაატა სალია: არასდროს გვითქვამს, რომ ვაპირებდით დაუყოვნებლივი აღსრულების დაწყებას
შემდეგი სტატია„რუსთავი 2“-ის საქმეზე, მოსამართლემ გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს ვერ მიიღოს