ოპონენტებს შეუძლიათ, გვაკრიტიკონ იმდენი, რამდენიც სურთ, მაგრამ ისინი ვერასოდეს შეძლებენ სიმართლის შეჩერებას

ოპონენტებს შეუძლიათ, გვაკრიტიკონ იმდენი, რამდენიც სურთ, მაგრამ ისინი ვერასოდეს შეძლებენ სიმართლის შეჩერებასოპონენტებს შეუძლიათ, გვაკრიტიკონ იმდენი, რამდენიც სურთ, მაგრამ ისინი ვერასოდეს შეძლებენ სიმართლის შეჩერებას, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში განაცხადა, სადაც მოსახლეობას კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ხიდაშელი წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ ბოლომდე მიიყვანს იმ ეროვნულ საქმეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაიწყო.
„იმ კეთილ, ეროვნულ საქმეს, რომელსაც ჩვენ ვახორიელებთ, იმ საქმეს, რომელიც დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა და კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, გპირდებით, აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ“, – მიმართა პრემიერმა მოსახლეობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშზე ისაუბრა, რომელშიც საქართველოს მთავრობა მთელი რიგი მიმართულებებით მოწინავე პოზიციებზეა.
„მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს მთავრობა 2014 წელს იყო ყველაზე ეფექტური, ყველზე გამჭვირვალე და ეს იყო რეკორდული მაჩვენებელი ბოლო 18 წლის განმავლობაში. ჩვენ ამ ძალიან მოკლე დროში უზრუნველვყავით, საყოველთაო ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობის განვითარება, ეკონომიკის წამოწევა, ბიზნესისა და ქართული წარმოების წახალისება, კანონის უზენაესობის განმტკიცება ქვეყანაში, კორუფციის კონტროლი, მთავრობის ანგარიშვალდებულება საკუთარ ხალხთან და მთავრობის გამჭვირვალობა. ამ სამი წლის განმავლობაში, მედიასაშუალებებმა ერთგვარად დაამკვიდრეს აზრი, რომ თითქოს მთავრობა არაფერს აკეთებს და უუნაროა. ამას აკეთებენ, რომ გადაფარონ, მიჩქმალონ, ეს სიკეთეები,რომელზეც გესაუბრებით. ეს არის ფაქტებზე დაფუძნებული სიმართლე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო აღარასოდეს უნდა გახდეს დაპირისპირების, კონფლიქტების, კონფრონტაციის ადგილი, ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს მშვიდობის ადგილი
შემდეგი სტატიაექსკლუზივი–სამეგრელოში განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები დააკავეს