საქართველო აღარასოდეს უნდა გახდეს დაპირისპირების, კონფლიქტების, კონფრონტაციის ადგილი, ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს მშვიდობის ადგილი

საქართველო აღარასოდეს უნდა გახდეს დაპირისპირების, კონფლიქტების, კონფრონტაციის ადგილი, ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს მშვიდობის ადგილი

საქართველო აღარასოდეს უნდა გახდეს დაპირისპირების, კონფლიქტების, კონფრონტაციის ადგილი, ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს მშვიდობის ადგილისაქართველო აღარასოდეს უნდა გახდეს დაპირისპირების, კონფლიქტების, კონფრონტაციის ადგილი, ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს მშვიდობის ადგილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში განაცხადა, სადაც მოსახლეობას „ქართუილი ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ხიდაშელი წარუდგინა.
პრემიერის შეფასებით, საქართველოს დღეს აქვს უნიკალური შანსი, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მოკლე დამაკავშირებელი გზა ევროპასა და აზიას შორის და გამოიყენოს სტრატეგიული მდებარეობა.
მთავრობის მეთაურმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის შესახებ ისაუბრა, რომელიც ჩინეთის მთავრობის თანაორგანიზებით საქართველოში ჩატარდა.
„ჩინეთიდან ჩამოსული იყო 500 დელეგატი. როგორი არის ჩვენი ხედვა – ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობის ადგილი, სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი უნდა გახდეს საქართველო. აქ უნდა შემოვიდეს ინვესტიციები აშშ-დან, ჩინეთიდან, ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და ჩვენ უნდა გავხდეთ დამაკავშირებელი გზა როგორც ევროპასა და აზიას შორის, ასევე ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ჩვენ ეს შეგვიძლია და ეს არის ღვთისგან ბოძებული ადგილმდებარეობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ამ ამოცანის მისაღწევად ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილური, გრძელვადიანი განვითარების უზრუნველყოფა. გულში ჩავიხედოთ და ვთქვათ, რომელ პოლიტიკურ ძალას შეუძლია დღეს საქართველოში ამ ამოცანის შესრულება?! ჩვენ კარგად გვახსოვს რა მოიტანა წინა მთავრობამ, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ – მათ დროს დავკარგეთ დამატებით ტერიტორიები, მივიღეთ დამატებით ათასობით დევნილი, გაუთავებელი შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაცია, კონფლიქტები, კონფრონტაცია და აგვისტოს ომი. რა მოიტანა “ქართულმა ოცნებამ” – თავისუფლება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ყოველი ხელისუფალი, რომელიც შეეხება ქართველი კაცის მთავარ ღირსებას, თავისუფლებას, დაუყოვნებლივ დაასრულებს მმართველობას. ჩვენ ვართ ხალხზე, ადამიანზე ორიენტირებული მთავრობა. რა თქმა უნდა შეცდომები გვაქვს, ვხედავთ ამ პრობლემებს, რომელიც ჩვენშია და აქედან ვიწყებთ ამ პრობლემების მოგვარებას. ჩვენ ვქმნით ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი, სტაბილური განვითარების ყველანაირ პირობას. ჩვენ ვაძლიერებთ იმ საძირკველს, რომელსაც უნდა დაეფუძნოს თანამედროვე, ძლიერი ქართული სახელმწიფო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის ბაზრის გახსნის მნიშვნელობას, რაც საქართველოს მთავრობის პრაგმატული, გონივრული პოლიტიკის შედეგად მოხერხდა.
„ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა, დავასრულეთ ის ქაოსი, დაძაბულობა და კონფლიქტი, რომელიც მუდამ ძაბავდა საქართველოს მოსახლეობას და ეს არის ის სწორი პოლიტიკა, რომელიც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, თქვენთან ერთად სოფელი გავაძლიეროთ. საქართველო დღეს გაცილებით ძლიერია, ვიდრე იყო სამი წლის წინ. გპირდებით, უზრუნველვყოფთ მშვიდობიან ცხოვრებას, განვითარებას და სტაბილურობას“, – მიმართა პრემიერმა მოსახლეობას.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი საარჩევნო უბანზე ველოსიპედით მივიდა+ფოტო
შემდეგი სტატიაოპონენტებს შეუძლიათ, გვაკრიტიკონ იმდენი, რამდენიც სურთ, მაგრამ ისინი ვერასოდეს შეძლებენ სიმართლის შეჩერებას