ოლიმპიური ცეცხლი ზუგდიდშია (ფოტო)

zugdidi 1 zugdidi 2 zugdidi 3 zugdidi 5 zugdidi 6 zugdidi 7 zugdidi

ოლიმპიური ცეცხლი უკვე ზუგდიდშია. ქალაქში ჩირაღდანი ნონა გაფრინდაშვილმა სხვა 12 მოჩირაღდნესთან ერთად შეიტანა. ზუგდიდელები ცეცხლის შესვლას საზეიმო განწყობით და კონცერტით დახვდნენ, რომელშიც ქართული ესტრადის ცნობილი შემსრულებლები მონაწილეობენ.

ზუგდიდიდან ცეცხლს 3 ივლისს წალენჯიხაში წაიღებენ, 5 ივლისს კი მას კურორტი ანაკლია უმასპინძლებს. 6 ივლისს ოლიმპიური ჩირაღდანი გეზს ევროპის ყველაზე მაღალ სოფელ უშგულისკენ აიღებს, საიდანაც დედაქალაქისკენ დაიძვრება.

banner
წინა სტატიაშიციპრასი კრედიტორების პირობებს დათანხმდა
შემდეგი სტატიასვანიძის ქუჩის მოსახლეობა სტიქიის დროს ხელისუფლების რეაგირების საკითხზე დამოუკიდებელ გამოძიებას ატარებს