ოკუპირებული აფხაზეთი ბელგრადში მიმდინარე გამოფენიდან მათი დროშის მოხსნის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ასლან ბჟანია

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სერბეთში მიმდინარე ტურისტული გამოფენიდან მათი სიმბოლიკის მოხსნა საქართველოსა და მისი ევროპელი მოკავშირეების პოლიტიკის გაგრძელებაა.

ე.წ. საგარეო უწყებაში თვლიან, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ქართული მხარის პოლიტიკა, რომლითაც არსებობს მცდელობა უცხოეთში აფხაზეთის წარმომადგენლებზე ზეწოლა განხორციელდეს.

“ბელგრადში მიმდინარე 37-ე ტურისტულ გამოფენა “Sajam Fair”-ის ოფიციალური მონაწილის აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სტენდიდან, სახელმწიფო სიმბოლიკა, დროშა ამოიღეს. აღნიშნულ ინციდენტს აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განიხილავს, როგორც ქართული მხარისა და მისი ევროპელი მოკავშრეების კიდევ ერთ პოლიტიკურ ნაბიჯს, რომელიც მსგავსი სახის საერთაშორისო ღონისძიებებში აფხაზეთის მონაწილეობის მნიშვნელობის დაკნინებას და გამოფენაში დელეგაციის მონაწილეობისთვის კომერციული ხასიათის მიცემას ისახავს მიზნად. საქართველოს წარმომადგენლების უწესო აქცია გამოფენის ორგანიზატორებში დაბნეულობასა და შებრალებას იწვევს. აფხაზეთი სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოა და არაკეთილმოსურნეების დესტრუქციული ნაბიჯების მიუხედაბად მსოფლიო თანამეგობრობასთან კონტაქტის დასამყარებლად აქტიურობას მომავალშიც აპირებს”, – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაპროტესო აქცია კანცელარიასთან
შემდეგი სტატია“თავისუფალ დემოკრატებს” ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მთავრობის ხედვა აინტერესებთ