ოთარ მეღვინეთუხუცესის ვარსკვლავზე დატანილი ძვირადღირებული მეტალი მოიპარეს. აღნიშნული ინფორმაცია დავით ოქიტაშვილმა “თაიმერს” დაუადასტურა. ოქიტაშვილის თქმით, მომხდარი ვანდალიზმი და გამაოგნებელია ფაქტია. “ეს არის ვანდალიზმი და გამაოგნებელი ფაქტი. საინტერესოა, რას უხდიან ამდენს იმას, ვინც ამ დეტალს იპარავს. ნუთუ მომპარავმა არ იცის ვინ არის ოთარ მეღვინეთუხუცესი” -აცხადებს დავით ოქიტაშვილი “თაიმერთან” საუბარში .
ოთარ მეღვინეთუხუცესის ვარსკვლავი მარჯანიშვილის თეატრის წინ არის გახსნილი.
ავტორი: თამთა გერგედავა