რუსეთი მზადაა სულიერ ნათესავს, საბერძნეთს დაეხმაროს…

754367055808364რუსეთი აპირებს გააფართოვოს ეკონომიკური თანამშრომლობა საბერძნეთთან და შეიმუშავოს სპეციალური ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს მისი ეკონომიკის აღდგენას, აცხადებს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი.

,,რუსეთი აპირებს ხელი შეუწყოს საბერძნეთის ეკონომიკის აღდგენას ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის გაფართოების გზით. ამ მხრივ ჩვენ ვსწავლობთ საბერძნეთის სახელმწიფიოსთვის ენერგეტიკული ნედლეულის პირდაპირი მიწოდების გზებს, რომელიც უახლოეს ხანებში უნდა განვახორციელოთ,, განაცხადა ნოვაკმა.

ნოვაკმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრო ამუშავებს სპეციალურ გეგმას და იმედოვნებს, რომ რამდენიმე კვირაში მიაღწევს შეთანხმებას ამა გეგმასთან დაკავშირებით.

უფრო ადრე, უფაში გამართულ შანხაის ჯგუფის სამიტზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის დიდი ინტერესითა და შეშფოთებული ადევნებს თვალს საბერძნეთის ირგვლივ მიმდინარე მომვლენებ… პუტინის სიტყვებით ,,რუსეთს აქვს საშუალება დახმარება გაუწიოს თავის პარტნიორებს… ხოლო რუსეთსა და საბერძნეთს, ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობები და სულიერი ნათესაობა აკავშირებთ,,

საბერძნეთთან მიმართებაში, რომელმაც კრედიტორების მოთხოვნებს რეფერენდუმის გზით უარი უთხრა, ევროკავშირმა ამ დრომდე  ვერ მიიღო გადაწყვეტილება…

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიამ მოსკოვიდან ჰუმანიტარული დახმარება მიიღო
შემდეგი სტატიაოთარ მეღვინეთუხუცესის ვარსკვლავი გაქურდეს+ფოტო