დღეს, პეტრე-პავლობა აფხაზეთშიც აღნიშნეს.დღესასწაულთან დაკავშირებით სოხუმშიც ჩატარდა ლიტურგია. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველის მოვალეობის შემსრულებლმა ბესარიონ აპლიამ მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა და თქვა, რომ აფხაზეთისთვის ამ დღესასწულს განსაკუთრებული მნიშვნელობ აქვს, რადგანაც 12 მოციქულიდან ორი აფხაზეთში ქადაგებდა ქრისტიანობას.