ნორვეგიელმა ტერორისტმა ბრეივიკმა ოსლოს უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა

ნორვეგიელმა ტერორისტმა ბრეივიკმა ოსლოს უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა

ნორვეგიელმა ტერორისტმა ბრეივიკმა ოსლოს უნივერსიტეტში დაიწყო სწავლანორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი ოსლოს უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც ის პოლიტიკური მეცნიერებების სწავლას დაიწყებს. როგორც დღეს უმაღლეს სასწავლებელში განაცხადეს, ბრეივიკი ციხიდან ისწავლის.
“ყველა ნორვეგიელ პატიმარს აქვს სწავლის უფლება, თუკი ისინი წარმატებით ჩააბარებენ მისაღებ გამოცდებს “- განაცხადა ნორვეგიაში უდიდესი უნივერსიტეტის რექტორმა ოლე პეტტერ ოტტერსენმა.
ბრეივიკმა ორი წლის წინაც სცადა ჩაებარებინა უნივერსიტეტში, თუმცა, მაშინ მისაღები გამოცდებისთვის მზად არ აღმოჩნდა.
უნივერსიტეტის გადაწყვეტილება საზოგადოებამ გაასაჩივრა. ბევრის აზრით, შეუძლებელია უმაღლესი განათლების უფლება ჰქონდეს ადამიანს, რომელმაც უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა.

ბრეივიკი “ილას” ციხეში იხდის სასჯელს. 2012 წლის აგვისტოში სასამართლომ მას 21 წლით თავისუფლების აღკევთა მიუსაჯა ტერაქტის მოწყობისთვის, რომლის დროსაც 77 ახალგაზრდა მოკლა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილებები დაამტკიცა
შემდეგი სტატიაპარლამენტმა ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა