ნოდარ ჯავახიშვილი თავისი მოადგილეების ვინაობას ჯერ არ აკონკრეტებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, უწყების ყოფილი ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს გიორგი ამაშუკელს მუშაობის გაგრძელება შესთავაზა, თუმცა მან უარი განაცხადა.
როგორც ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნულ კონტექსტში განუცხადა, პირადად მას არანაირი საკადრო გადაწყვეტილების მიღება დაგეგმილი არ აქვს, მაგრამ მსგავსი შემთხვევებიდან გამომდინარე, “ეს შეიძლება ავტომატურ რეჟიმში მოხდეს”.
“არანაირი საკადრო გადაწყვეტილება მე თვითონ დაგეგმილი არ მაქვს, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს ავტომატურ რეჟიმში. მაგალითად, გუშინ პირველმა მოადგილემ ბოდიშის მოხდით განმიცხადა, ცოტა ხნით უნდა დავისვენოო. შესაბამისად, უნდა მივიღო ახალი გადაწყვეტილება, თუმცა არანაირი რევოლუცია არ მოხდება”, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია ვინ იქნება მისი პირველი მოადგილე და განმარტა, რომ უწყებაში “გამზადებული გუნდით არ მისულა”

banner
წინა სტატიაშიპაატა ზაქარეიშვილი – ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი უაღრესად წარმატებული იყო
შემდეგი სტატიაკიევის მაიდანზე გიორგი ჯანელიძისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ცერემონიალი დასრულდა