ნინო გვენეტაძე: გამოძიების სრული პრეროგატივაა გაარკვიოს ყველაფერი

რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესს გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ნინო გვენეტაძე გამოძიების შედეგებს ელოდება. მან თამაზ ურთმელიძის მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზეც გააკეტა კომენტრი.

“მე ამ საკითხებში ჩარევის კომპეტენცია არ მაქვს. ამდენად, გამოძიების სრული პრეროგატივაა გაარკვიოს ყველაფერი და თუ ის საჭიროდ ჩათვლის, ამცნოს საზოგადოებას ამის შესახებ.

სასამართლო პროცესი იყო ღია და გამჭვირვალე. ბუნებრივია, ეს იყო საზოგადოების მხრიდან მაქსიმალურად მაღალი ინტერესის სფეროში და არსებობდა გარკვეული არასასურველი პრეცენდენტები. ეს არის პროცესის მონაწილეთა მხრიდან ზედმეტი აქტიურობა ხშირ შემთხვევაში, თუმცა, მათ თავისი უფლებამოსილება გააჩნიათ, რაც პროცესის ნორმალურ ფუნქციონირებას ხშირად უშლიდა ხელს”, – განაცხადა გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაში“ეს იყო ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწის განაცხადი”- ნიკა გვარამია პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: აშკარად ჩანს პრეზიდენტის მხრიდან ჩარევა, ზეწოლა მოსამართლის მიმართ