ნიკა გვარამია: მოვა დრო და ალექსი ახვლედიანიც მოყვება იმას, რაც მე მოვყევი და მოყვება კიდევ უფრო მეტს

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა. უწყებაში შესვლამდე მან ჟურნალისტებთან განმარტა, რომ პროკურატურას მასთან დამატებითი კითხვები, სავარაუდოდ, ალექსი ახვლედიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით აქვს.

“ჩემთვის არავის განუმარტავს, რატომ დამიბარეს. მითხრეს, რომ დამატებითი შეკითხვები აქვთ. ჩემთვის ცნობილი რაც იყო, მოვყევი, როგორც მოხდა ეს ყველაფერი, მოვყევი. ბატონი ალექსი ახვლედიანი რის მოყოლას თვლის საჭიროდ და რის – არა, ეს მისი საქმეა. მე ამაში ვერ ჩავერევი. უბრალოდ დანამდვილებით ვიცი, რომ მოვა დრო და ალექსი ახვლედიანიც მოყვება იმას, რაც მე მოვყევი და მოყვება კიდევ უფრო მეტს, რაც მისთვის ცნობილია,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ბანკი” დაკარგულ თანხასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: მინდა, მივმართო ყველა სამართალდამცავ ორგანოს, ჩააბარონ ანგარიში საზოგადოებას