ნემცოვის საქმეში ახალი პირი გამოჩნდა

ნემცოვის საქმეში ახალი პირი გამოჩნდა

რუსულ პრესაში ნემცოვის საქმეზე ახალი ეჭვმიტანილი გაჩნდა – ეს არის ვინმე რუსლან ჰერემეევი, რომელიც ბატალიონ „სევერის“ მებრძოლია.
„ნოვაია გაზეტას“ თქმით, 4 მარტს რუსეთის პრეზიდენტს ჰერემეევის შესახებ მოახსენეს. ის დამკვეთადაც მოიაზრება.
როგორც რუსეული მედია იუწყება, გამოძიება ახალ ვერსიასთან დადაევის ჩვენების მიხედვით მივიდა.
მიმდინარე მომენტში ნემცოვის საქმეზე ხუთს აქვს ბრალი წაყენებული: ზაურ დადაევს, ანზორ გუბაშევს, შაგიდ გუბასევს, ტამერლან ესკერჰანოვს და ჰამზატ ბაჰაევს. დაადევი, გამოძიების ვარაუდით, შემსრულებელი იყო.
12 მარტს დადაევის დაცვის მხარემ თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ბრალი აღიარა, თუმცა მანამდე „მასკოვსკი კამსამოლეცისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დადაევი ამბობს, რომ პოლიტიკოსი მას არ მოუკლავს და ტყუილი თქვა მეგობრის გადასარჩენად.
სამართალდამცველების თქმით, დაკავებული სასტიკი მოპყრობის გამო ჩივის.
სხვა ეჭვმიტანილებიც უარყოფენ დანაშაულთან რაიმე სახის კავშირს. ტამერლან ეკსერჰანოვი ამტკიცებს, რომ მას ალიბიც გააჩნია.
მიუხედავად გამოძიების ინტენსიურობისა, მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით დადგენილი არ არის და აქტიურად განიხილება მკვლელობის როგორც პოლიტიკური, ასევე რელიგიური მოტივი.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში ქალი ქვებით ჩაქოლეს
შემდეგი სტატიანანა ხურითი-იმას, რაც ჩემმა თაობამ და ჩემზე უფროსმა თაობამ ვერ გააკეთა, გააკეთებს ეს თაობა