“ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული კომისია გარკვეული პერიოდის განმავლობაში კახეთში იმუშავებს

“ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული კომისია გარკვეული პერიოდის განმავლობაში კახეთში იმუშავებს. ამის შესახებ გადაცემა “რეაქციის” ეთერში საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.
“კახეთში გადაცხოვრება უტრირებული ნათქვამია, უბრალოდ ვაპირებ, რომ ანტიკორუფციული კომისია, რომელიც “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩამოაყალიბა, პირველ სხდომას და პირველ სამუშაოებს სწორედ გურჯაანში გამართავს. ორშაბათიდან მე გიორგი ღვინიაშვილთან და დეპუტატების სხვა ჯგუფთან ერთად ვაპირებ, რომ გადავიდე და ის პერიოდი, რაც დამჭირდება, გურჯაანში ვიცხოვრო. ეს პერიოდი მჭირდება იმისთვის, რომ ყველგან ერთნაირი სიტუაციაა – კორუფცია, ნეპოტიზმი, მათ შორის გურჯაანში და თუ თბილისში ადვილად ვიქცევთ ჟურნალისტების ყურადღებას და ამ ფაქტებს ვაშუქებთ, რეგიონებში ეს შედარებით ძნელია და ამიტომ ვაპირებთ, ადგილზე შევისწავლოთ ვითარება”, – აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპოლიტპატიმართა სიიდან პირადად თინა ხიდაშელმა ამომიღო-ლევან მამალაძე
შემდეგი სტატიანორმალურია, რომ მოწვეულ უცხოელ პროკურორებს ხელფასს საქართველოს ბიუჯეტიდან უხდიან