ნაციონალური მოძრაობის აქცია ივანიშვილის სახლთან

“ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართეს. აქციის მონაწილეებმა ყოფილ პრემიერ დაპირებები შეახსენეს და ხეებზე ფურცლები გააკრეს, სადაც “ქართული ოცნების” მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები ეწერა.
“ეს არის იმ პერმანენტული აქციების ნაწილი, რომელიც დააანონსა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, როდესაც ჩვენ განვაცხადეთ, რომ ხელისუფლებას, მთავრობას შევუქმნიდით დისკომფორტს და მოვთხოვდით დანაპირების შესრულებას, რაც საზოგადოებას დაპირდნენ 2012 წელს. ამ წარწერებზე არც ერთი სიტყვა არ არის ვინმეს მოგონილი”,- განაცხადა გოგა ონიანმა.
აქციის მონაწილეების თქმით, მათ დღეს ბიძინა ივანიშვილს გააგებინეს, რომ საზოგადოებას ყველა დაპირება კარგად ახსოვს და მათ შესრულებას აუცილებლად მოითხოვს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, სავარაუდოდ, ჰილარი კლინტონი ჩაერთვება
შემდეგი სტატიასოფელ ბზვანში ბზის 640 ტოტი უკანონოდ მოჭრეს